Basisbank
+995 322 922 922
*9292
ჰუალინგ ჯგუფის შესახებ

„ჰუალინგ ჯგუფი”

ჩინეთის „ჰუალინგ ჯგუფი“ არის კერძო კორპორაცია . იგი  დაარსდა 1988წ. ჩინეთში, სინძიანის რეგიონის ქ. ურუმჩიში. მისი მთავარი საქმიანობაა: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობა, გაქირავება, მართვა; საგარეო ვაჭრობა, სასტუმროების ქსელის მშენებლობა/მართვა; დეველოპერული პროექტების განხორციელება; იგი ჩართულია ენერგეტიკულ და წიაღისეულის მოპოვების  საქმიანობაში.
„ჰუალინგ ჯგუფი“  საქართველოში 2007 წლიდან იწყებს საინვესტიციო  პროექტების განხორციელებას და დღემდე, „ჰუალინგ ჯგუფმა „ საქართველოში განახორციელა 5 ძირითადი, მსხვილი  საინვესტიციო პროექტი, რომელთა მთლიანი  საინვესტიციო თანხა 2014 წლის ბოლოსათვის  500 000 000 აშშ  დოლარს შეადგენს. 2014 წლის ბოლო მონაცემებით, „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად დასახელდა.

ხე-ტყე

განხორციელებულ პროექტთაგან პირველი შედგა 2007 წელს_ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიის შეძენის სახით. 
ქუთაისსა და სამეგრელოს სოფელ ლიაში ფუნქციონირებს მორის  გადამამუშავებელი ორი  ქარხანა. ქუთაისში ფუნქციონირებს “ჰუალინგ ჯგუფის” ავეჯის საწარმო, სადაც გადამუშავებული ხისგან მზადდება ავეჯი. მზადდება, როგორც საკუთარი მოთხოვნილების, ისე საბითუმო შეკვეთის მიხედვით, მაგ.: ავეჯი სასტუმროებისთვის. 

ქვის კარიერი

2012 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში შეიძინა სამშენებლო და მოსპირკეთებელი ქვის მოპოვების 20 წლიანი ლიცენზია, 2400000 მ3 ნედლეულის მოპოვების უფლებით. ქვის სახეობაა -- გამარმარილოვებული კირქვა. 

ქუთაისი

2009 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეიძინა გაკოტრებული ყოფილი ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორია. ჩატარდა ტერიტორიის კეთილმოწყობა, კომუნიკაციების განახლება და სრული რეკონსტრუქცია. სწორედ აქ ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული ავეჯისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები.  დახარჯული ინვესტიცია შეადგენს 31 170 000 აშშ დოლარს.  ქუთაისში გახსნილია  სასტუმრო. ტერიტორია მზადაა სხვა ქარხნების და საწარმოების გახსნისათვის. ტერიტორიის ნაწილზე, 36  ჰა-ზე  იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მიღება. ამ თემის განხილვა ეკონომიკის სამინისტროსთან საბოლოო სტადიაზეა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მეტად მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ტერიტორიას უცხოელი ინვესტორებისთვის, “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ ჩადებულ ინვესტიციას კი, მეტად მომგებიანს. 

ბაზისბანკი

2012 წელს “ჰუალინგ ჯგუფი” გახდა საქართველოში ბაზისბანკის  წილის მფლობელი და დღეისთვის ბანკის 99.8% ფლობს. “ჰუალინგ ჯგუფის” მიზანია ბაზისბანკის გაძლიერების გზით ხელი შეეწყოს, როგორც კომპანიის არსებული და მომავალი პროექტების წარმართვას, ასევე ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

თბილისის ზღვის ახალი ქალაქი

„ჰუალინგ ჯგუფმა“ 2012 წელს, საქართველოში თავისი ყველაზე  მსხვილი საინვესტიციო პროექტის „ჰუალინგი.თბილისის ზღვის ახალი ქალაქის“  მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია მდებარეობს თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,თბილისის ზღვის მახლობლად და მოიცავს 420 ჰა-ს.
განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით საპროექტო ტერიტორია დაყოფილია შემდეგ ფუნქციურ ზონებად: დაბალი და საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ -საქმიან, სარეკრეაციო , სატრანსპორტო და სპეც ზონებად. გრგ-ს მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამტკიცებულია 4 მლნ.კვ.მ სამშენებლო ფართი, “ჰუალინგი. თბილისის ზღვის რეზიდენსი”_ 2 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი სივრცე.  

„ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა“ _  2 მილიონი კვ.მ.  კომერციული სივრცე.  
100 ჰა-ზე მოეწყობა გზები, სარეკრეაციო  და გასართობი ზონები.
2012 წელს დაწყებული მშენებლობის მიხედვით, 2015 წლის დასაწყისში საცხოვრებელ ზონაში  დასრულებულია 18 მაღალსართულიანი კორპუსი და ბინების გაყიდვებიც დაწყებულია.
მაისში იფიციალურად გაიხსნება  5 ვარსკვლავიანი, პრემიუმ-კლასის, 247 ნომრიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ. თბილისი“.
ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია ოლიმპიური სოფელი, რომელმაც უმასპინძლა თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიპიურ ფესტივალს . შეთანხმების მიხედვით, კომპლექსი სახელმწიფოს გადაეცა 2015 წლის  მაისში 3 თვის ვადით. ოლიმპიური სოფლის შემდგენლობაში შედის: გარემონტებული საცხოვრებელი 9 კორპუსი, 5 ვარსკვლავაინი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ. თბილისი“, გამაჯანსაღებელი ცენტრი, რესტორანი 2000 ადამიანზე  და სპეციალური პარკინგის ტერიტორია. 
2014 წლის ივნისში „ჰუალინგი.თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ გაიხსნა „ჰუალინგი.თბილისის ზღვის პლაზა“. „ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზას“ სამშენებლო ფართი 300 000 კვ.მ-ია, მშენებლობა გაყოფილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად და  სრულდება 2 ეტაპად. სამხრეთ ტერიტორიის საერთო ფართია 160 000 კვ.მ, რომელიც მოიცავს 110 000 კვ.მ. სავაჭრო ცენტრს და 1853 კვ.მ. ფართის 25 პავილიონს. 

„ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა“ გადაიქცევა კავკასიის ყველაზე დიდ საბითუმო, საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ცენტრად.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.