შესაბამისობა 

„ბაზისბანკის“ აქციონერები, მენეჯმენტი და თითოეული თანამშრომელი საკუთარ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ამასთან, ბანკის ყოველდღიური საქმიანობა ემყარება  საყოველთაოდ აღიარებულ და მიღებულ ეთიკის პრინციპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს.

„ბაზისბანკის“ თითოეული აქციონერი, მენეჯმენტის წევრი და თანამშრომელი მოვალეა, გაუფრთხილდეს და დაიცვას ერთმანეთის, მომხმარებლების, პარტნიორებისა და სხვა დაკავშირებული პირების ინტერესები. ისინი აცნობიერებენ, რომ „ბაზისბანკის“ რეპუტაცია მისი ყველაზე ფასეული აქტივია და ერთ-ერთი მათგანის არასწორმა ქცევამაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს წლების განმავლობაში მოპოვებულ რეპუტაციას.

„ბაზისბანკი“ გამორჩეულ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, სოციალურ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლიან საკრედიტო საქმიანობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღ კორპორაციულ მართვასა და რისკის კულტურას.

იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შესაძლო არაეთიკური, დანაშაულებრივი შემთხვევების გამოვლენას და მათზე სწორად რეაგირებას, ბანკმა შექმნა გამჟღავნების სისტემა. გამჟღავნების სისტემით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის - ბანკის თანამშრომელს, მომხმარებელს, კონტრაჰენტსა თუ მესამე პირს), თუ თვლის, რომ ადგილი აქვს ბანკის, მისი შვილობილი ან ასოცირებული კომპანიის მენეჯმენტის / თანამშრომლის / ბანკთან დაკავშირებული პირის არაეთიკურ ქმედებას - ინციდენტს, როგორიცაა:

  •         თაღლითობა
  •         ინტერესთა კონფლიქტი
  •         კორუფცია
  •         გარემოსადმი ზიანის მიყენება
  •         ფულის გათეთრება
  •         შევიწროვება, შანტაჟი (ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლა)
  •         გაყალბება
  •         ბანკის პოლიტიკების/ინსტრუქციების უგულებელყოფა
  •         სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობა
  •         სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება
  •         სხვა დანაშაულებრივი ქმედება


ინციდენტის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხების მეშვეობით:

ზეპირი ფორმით

ბანკის სერვისცენტრში ან სატელეფონო მომსახურების არხის მეშვეობით, ვინაობის მითითებით ან მითითების გარეშე.

წერილობითი ფორმით

ინციდენტის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის სერვისცენტრში, ან ფოსტის მეშვეობით, ბანკის იურიდიულ მისამართზე გამოგზავნით, ვინაობის მითითებით ან ანონიმურად.

ელექტრონული ფორმით

ელექტრონული ფოსტის incidents@basisbank.ge მეშვეობით; ინტერნეტ ბანკის, სოციალური ქსელის ან სხვა დისტანციური არხის მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით

მომხმარებელი მიმართავს ეროვნულ ბანკს და აფიქსირებს პრეტენზიას, ხოლო სებ-ი თავად ახორციელებს კომუნიკაციას ბანკთან.

ინციდენტის მოკვლევა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ზოგადი ეთიკური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, არადისკიმინაციულობისა და მიუკერძოებლობის გათვალისწინებით. საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში არ იქნება ჩართული პირი, რომლის პირდაპირ ან არაპირდაპირ ინტერესებსაც შეეხება ინციდენტი.


 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.