შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი  
 
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აგრო-სამრეწველო სექტორის გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბაზისბანკი გთავაზობთ შეღავათიან აგროკრედიტს.
დაფინანსების ძირითადი პირობაა დასაფინანსებელი მეურნეობიდან ან სხვა საქმიანობიდან უწყვეტი და სტაბილური შემოსავლის არსებობა.  
შეღავათიანი აგროკრდიტით სარგებლობა  შეუძლიათ შემდეგ პირებს:
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ინდივიდუალური  მეწარმე)
საქართველოს კანონით რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში  ფინანსდება ორი მიმართულება
შეღავათიანი აგროკრედიტი  საბრუნავი საშუალებებისთვის 
(სასუქების, შხამ–ქიმიკატების და სათესლე მასალის შეძენა, არასანაშენე პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, სხვა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებელი ხარჯების დაფარვა და ა.შ.)
შეღავათიანი აგროკრედიტი  ძირითადი საშუალებებისთვის
(სანაშენე პირუტყვის, ფრინველისა და თევზის შეძენა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა, ფერმის და მეურნეობისთის საჭირო  შენობა-ნაგებობების მშენებლობის დაფინანსება ა.შ.)

* (200 000 ლარზე ნაკლები სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, იმ გამონაკლისის გარდა თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე / საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე)


 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.