საკრედიტო ხაზი
სასარგებლო ბანკის საკრედიტო ხაზი თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად
 
საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა
საკრედიტო ხაზი გამიზნულია საბრუნავ საშუალებებზე კომპანიის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად.
მოთხოვნები მსესხებლის მიმართ
საკრედიტო ხაზით ფინანსირება ეფექტურია კომპანიებისათვის, რომლებსაც პერიოდულად უჩნდებათ თავისუფალი ფულადი სახსრები. ამასთან, კომპანიის მიერ თავისუფალი თანხების აკუმულირების უნარი უნდა დასტურდებოდეს:
საბანკო ანგარიშებზე მაღალი ბრუნვის არსებობით;
საბანკო ანგარიშებზე სტაბილური ნაშთის არსებობით.

 საკრედიტო ხაზის პირობები:

მინიმალური თანხა – 6 000 აშშ დოლარი;
მაქსიმალური თანხა – 500 000 აშშ დოლარი;
მინიმალური ვადა – 3 თვე;

უზრუნველყოფის სალიკვიდაციო ღირებულება – არანაკლებ საკრედიტო ხაზის თანხის 150%.
საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფა:
კომპანიის უძრავი ქონება და სხვა ძირითადი საშუალებები;
კომპანიის საბრუნავი საშუალებები;
კომპანიის დამფუძნებლებისა და მენეჯერების პირადი ქონება
.
საკრედიტო ხაზი შეიძლება განსხვავებული იყოს დაფარვის სტრუქტურის მიხედვით:
ა) ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში შემცირებადი საკრედიტო ხაზი;
ბ) ყოველთვიურად შემცირებადი საკრედიტო ხაზი.

 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.