Basisbank
+995 322 922 922
*9292
სეზონური სესხი
 
 სეზონური ბიზნეს სესხი განკუთვნილია ისეთი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად, რომელიც საქმიანობის სფეროდან გამომდინარე შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს სეზონურად. სეზონური სესხის აღება შესაძლოა, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისათვის, ასევე სტარტაპის შემთხვევაში. 
 

სესხის მიზნობრიობა:
რემონტი
ძირითადი საშუალებების შეძენა
უძრავი ქონების შეძენა


სესხის ვადა:
120 თვემდე 

სესხის ვალუტა:
ლარი
აშშ დოლარი 

სესხის მოცულობა:
მინიმალური - 1000 აშ. დოლარი
მაქსიმალური -  500 000 აშშ. დოლარი
სესხის უზრუნველყოფა:
უძრავი ქონება
სესხის გადახდის პირობები:
გადახდის პირობები არის მაქსიმალურად მორგებული სეზონურ საქმიანობაზე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მაქსიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით წლის განმავლობაში, ამ პერიოდში ხდება მხოლოდ პროცენტის დაფარვა, ხოლო როგორც  ძირის ასევე დარიცხული პროცენტის  დაფარვა ხორციელდება წელიწადში, თქვენს მიერ არჩეული მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.

სესხის მისაღებად საჭირო საბუთები:

სასესხო განაცხადი  - ორივე შემთხვევაში არის ეს სესხი სტარტაპისა თუ არსებული ბიზნესის განვითარებისათვის.

სესხის დასამტკიცებლად,  მოთხოვნის საფუძველზე თქვენ უნდა წარმოადგინოთ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები.

 
 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.