Basisbank
+995 322 922 922
*9292

თქვენი ანგარიშების მართვის ყველაზე კომფორტული და მარტივი სისტემა

ინტერნეტ ბანკინგი

რა არის ინტერნეტ ბანკინგი?
ინტერნეტ ბანკინგი არის ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და მარტივი ელექტრონული საბანკო მომსახურება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24-საათის განმავლობაში აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები, გაეცნოთ ვალუტის კურსების უახლეს კოტირებებს, გადაიხადოთ კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები, ნახოთ მიმდინარე და ისტორიული ბრუნვები თქვენს ანგარიშებზე.
ბაზისბანკის ინტერნეტ ბანკინგით  სარგებლობა შესაძლებელია ბანკში ანგარიშის გახსნის შემდეგ.
ინტერნეტ ბანკინგის ძირითადი უპირატესობებია:

თქვენ შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად გაიგოთ ანგარიშების მდგომარეობა ნებისმიერ დროს;

საბანკო ანგარიშების კონტროლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;

პირადი ან ორგანიზაციის ანგარიშების ოპერატიული მონიტორინგი.

ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

ანგარიშების დათვალიერება;

ანგარიშიდან ამონაწერის გაკეთება და დაბეჭდვა;

ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების ისტორიული და მიმდინარე შედეგების ნახვა;

კონკრეტული საბანკო ოპერაციის საბუთის ნახვა;

განახორციელოთ პირადი ან ორგანიზაციის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადები;

ვალუტის, როგორც ოფიციალური, ისე საბანკო კურსების ნახვა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკინგის  “საინფორმაციო“ ან „სტანდარტული“ პაკეტით.
ინტერნეტ ბანკინგის “საინფორმაციო“ პაკეტით მომსახურება უფასოა, მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ:
  • საკუთარ ანგარიშებზე (საბარათე, საანაბრე, სასესხო) ბალანსის შემოწმებას;
  • თქვენი ანგარიშების ამონაწერის ნახვას და ამობეჭდვას;
  • ვალუტის კურსის შემოწმებას
  • ანგარიშის რეკვიზიტების ამობეჭდვას;
  • ამონაწერის PDF ფორმატში ამობეჭდვას, ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ფილტრაციას და მის გადატანას ექსელ ფორმატში.
ინტერნეტ ბანკინგის დასარეგისტრირებლად უნდა მობრძანდეთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, გააფორმოთ ხელშკერულება, რის შემდეგაც გაგიაქტიურდებათ “საინფორმაციო“  პაკეტი.
ინტერნეტ ბანკინგის „სტანდარტული“ პაკეტის  საშუალებით თქვენ შეძლებთ განახორციელოთ:
ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები; 
გადარიცხვები, როგორც ბანკის შიგნით, ასევე ნებისმიერი მიმართულებით; 
კომუნალური, საკომუნიკაციო და სხვა სახის გადახდები;
საკუთარ ანგარიშებზე თანხის კონვერტაცია;
საკრედიტო ბარათის მინიმალური შენატანის დაფარვა;
ანაბრებზე (ზრდადი ანაბარი, ზრდადი მომავლის ანაბარი, სასარგებლო ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი) თანხის ჩარიცხვა;
საგადასახადო დავალების ამობეჭდვა;
თანხის კონვერტაცია; 
ვალუტის კურსების ნახვა; 
ბანკში შეტყობინების გაგზავნა და მიღება.
ინტერნეტ ბანკინგის „სტანდარტული“ პაკეტის ყოველთვიური ღირებულებაა 1 (ერთი) ლარი. 
გადარიცხვების სერვისის გასააქტიურებლად, თქვენ ერთჯერადად  დაგჭირდებათ უსაფრთხოების კოდის (სმს ტოკენი) შეძენა, რომლის ღირებულებაა 10 (ათი) ლარი. ამისათვის, უნდა  მობრძანდეთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და გააკეთოთ შესაბამისი განაცხადი.
ასევე, ყოველი დამატებითი ელექტრონული მომხმარებლის გააქტიურებისთვის თქვენ ერთჯერადად გადაიხდით 10 (ათი) ლარს.
გადარიცხვის ლიმიტები: 
ფიზიკური პირისთვის დღიურად 5 000 ლარი, თვის განმავლობაში – 20 000 ლარი;
იურიდიული პირისთვის დღიურად 20 000 ლარი, თვის განმავლობაში – 100 000 ლარი.

ინტერნეტ ბანკინგით თქვენ მიერ მომზადებული გადარიცხვების შესრულების  წესი:
საკუთარ ანგარიშებს შორის სალარე და სავალუტე გადარიცხვები შესრულდება დაუყოვნებლივ.
ბაზისბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 18:00 საათამდე დავალებული გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 18:00 საათის შემდგომ დავალებული - მომდევნო სამუშაო დღეს.
სხვა ბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 15:30 საათამდე დავალებული სალარე გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 15:30 საათის შემდგომ დავალებული -  მომდევნო სამუშაო დღეს.
სხვა ბანკის კლიენტების მიმართულებით სამუშაო დღის 16:30 საათამდე დავალებული უცხოური ვალუტის გადარიცხვები შესრულდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 16:30 საათის შემდგომ დავალებული -  მომდევნო სამუშაო დღეს.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.