22.04.2013
ბაზისბანკის საგამოფენო დარბაზში ქართული თექის გამოფენა გაიხსნა
 
20 აპრილს ბაზისბანკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ქართული თექის გამოფენა. ნამუშევრები შექმნილია სოფ. წილკნის და სოფ. გალავნის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა მიერ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის საშუალებით,  2012 წლის ივნისის თვიდან სოფ. წილკნისა და სოფ. გალავნის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ბენეფიციარებისათვის თექაზე მუშაობის სწავლებას.

ამ პროცესმა პატარების ფსიქიკაზე გარკვეულწილად თერაპიული როლიც ითამაშა: თექაზე მუშაობა გახდა განვითარების ინსტრუმენტი, რადგანაც მატყლზე მუშაობის პროცესში ხდება დეტალებზე დაკვირვება, წარმოსახვითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, გადაწყვეტილების ძიების, და მიღების მექანიზმების განვითარება, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ პრობლემების და სირთულეების გადაჭრის უფრო ეფექტური გზების პოვნაში.

 

პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს შპს „ქართული თექის“ პროფესიონალებმა, რომლებმაც პრაქტიკულად შეასწავლეს ბავშვებს თექაზე მუშაობა.

 

ბავშვების მოტივირებისა და ქველმოქმედების მიზნით, წარმოდგენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი ბაზისბანკმა შეიძინა.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.