29.04.2013
ქუთაისში  ბაზისბანკის სერვისცენტრი გაიხსნა
 
29 აპრილს, ქუთაისში, წერეთლის ქ. 1-ში  ბაზისბანკის სერვისცენტრი გაიხსნა.
 
ახალი სერვისცენტრი მომხმარებელს "ბაზისბანკში" არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. მისი მეშვეობით, გაფართოვდება ბანკის საქმიანობის არეალი და გაიზრდება კლიენტთა რაოდენობა. სერვისცენტრი მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
 
ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.