14.06.2013
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 

14 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის  სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას ბაზისბანკში გაივლიან.
მსგავსი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და გაზრდის მათი  შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.
 
აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ვინაიდან  მისი სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.