07.08.2013
Fitch-მა ბაზისბანკს  რეიტინგი გაუზარდა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბაზისბანკს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აუმაღლა: გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) გაიზარდა ‘B-’ დან ‘B‘ ხოლო გრძელვადიანი რეტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც ‘სტაბილური’.

Fitch-ის თანახმად, ბაზისბანკის რეიტინგის ზრდა განაპირობა მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც ჩინური ჰუალინგ ჯგუფის მიერ ბანკის ყიდვის შემდგომ ფიქსირდება, კერძოდ  - კაპიტალიზაციიის მაღალი მაჩვენებელი, საკრედიტო პორტფელის ხარისხის დამაკმაყოფილებელი დონე და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელი. 
 
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში ჰუალინგ ჯგუფმა ბანკის კაპიტალში მორიგი ინვესტიცია განახორციელა და ბაზისბანკის კაპიტალი 30 მლნ აშშ დოლარით გაზარდა. ასევე კაპიტალში ინვესტირება განახორციელა ბაზისბანკის აქციონერმა ზურაბ ციხისთავმაც, 0,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც ჯგუფი ბანკის აქციონერი გახდა, მათი მხრიდან ეტაპობრივად განხორციელდა ინვესტიციები, რის შედეგადაც 2012 წლის სექტემბრის შემდეგ ბაზისბანკის კაპიტალი გაოთხმაგდა და 100 მლნ ლარს გადააჭარბა.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.