07.08.2013

სასიამოვნო სიახლე ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის.

გაცნობებთ, რომ ამიერიდან ბაზისბანკში XPRESS MONEY - ს სერვისით სარგებლობა შესაძლებელია.

XPRESS MONEY წარმოადგენს სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემას, რომლის მეშვეობითაც თანხის მიღება და/ან გაგზავნა შესაძლებელია მსოფლიოს 125–ზე მეტი ქვეყნიდან/ქვეყანაში, 135 ათასზე მეტ ოფისში. 

XPRESS MONEY საშუალებას გაძლევთ  ბანკში ანგარიშის გაუხსნელად, სულ რამდენიმე წუთში  მიიღოთ ან გააგზავნოთ თანხა. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და გზავნილის სარეგისტრაციო 16 ნიშნა ნომერი (კოდი). 


 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.