Basisbank
+995 322 922 922
*9292
05.02.2014
ბაზისბანკში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
 
4 თებერვალს, ბაზისბანკის სათაო ოფისის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საუბარი შეეხო მონეტარულ პოლიტიკასა და სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს. ასევე ისაუბრა საბანკო სექტორში მოსალოდნელი სიახლეებისა და ნოვაციების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკის თანამშრომელთა შეკითხვებს უპასუხა. 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.