Basisbank
+995 322 922 922
*9292
04.04.2014

საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლასა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლასა და ბაზისბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით კაკაბაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის დირექტორმა მაია ამაშუკელმა.

მემორანდუმის საგანია მომავალი სპეციალისტების მომზადება, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებადი ეკონომიკის პირობებთან მათი ადაპტირების პროცესის საკითხებში და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ვინაიდან  მისი სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს და ახორციელებს ისეთ სასარგებლო პროექტებს, როგორიცაა: სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა, სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება და სხვა.  


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.