Basisbank
+995 322 922 922
*9292
10.04.2014
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბაზისბანკის მიერ გაცემულმა სესხებმა 20 მილიონ ლარს მიაღწია

10 აპრილს, სასტუმრო „რედისონში“ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია შედგა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც  ახორციელებსა  “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”.
პროექტი საქართველოში აგრო-სამრეწველო სექტორის გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

პროექტის ფარგლებში ბანკებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დახმარებით ფერმერებზე შეღავათიანი აგროკრედიტები  გაიცემა.

პროექტი 3 კომპონენტად არის დაყოფილი, რათა ყველა ტიპის მომხმარებელს,   იქნება ეს  გლეხი, ფერმერი თუ მსხვილი მეწარმე, შესაძლებლობა ჰქონდეს აიღოს  სესხი.
ბაზისბანკი ჩართულია  მე-2 და მე-3 კომპონენტებში. პროექტის ფარგლებში სასესხო  პორტფელი 20 მილიონ ლარს აღწევს. 

შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტი მთლიანობაში პოზიტიურად შეფასდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან პროექტი ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.



Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.