29.04.2014
ბაზისბანკის "განათლების ხელშეწყობის ფონდი" ახალ სასარგებლო პროექტს დააფინანსებს!
3000  ლარიანი პრემია ილიაუნის ახალგაზრდა მეცნიერებს.
 
29 აპრილს პასკალის პრემიით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი 2 ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ბაბუაძე და ლევან მუმლაძე დაჯილდოვდნენ. მათთვის ფულადი ჯილდო - 3000 ლარი  ბაზისბანკმა დააწესა.

ბაზისბანკის პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ბანკში შექმნილია "განათლების ხელშეწყობის ფონდი",  რომელიც ისეთ სასარგებლო პროექტებს ახორციელებს, როგორებიცაა:  სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა, სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება და სხვა. 

ბაზისბანკი 2014 წლის განმავლობაში პასკალის პრემიით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 ახალგაზრდა მეცნიერს დააჯილდოებს.

პასკალის პრემიის გადაცემის ცერემონიას Thomson Reuters-ის რეგიონული წარმომადგენელი, ბაზისბანკის და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

პასკალის პრემია არის ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3000 ლარია და მისი მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც  მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული Thomson Reuters-ის  ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.

 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.