05.05.2014

ბაზისბანკმა "სუხიშვილების" კონცერტი დააფინანსა 

 2 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ბაზისბანკის მხარდაჭერით ქართული ნაციონალური ბალეტის  ,,სუხიშვილებისკონცერტი გაიმართა
 
ანსამბლი მაყურებლის წინაშე იმ პროგრამით წარსდგა, რომელმაც ხანგრძლივი საგასტროლო ტურნე მოიარა. ტურნეს  ფარგლებში  კონცერტი 42 ქალაქში გაიმართა, სადაც წარმოდგენებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
 
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბაზისბანკისა და ,,სუხიშვილების” ნაციონალური ბალეტის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. ბაზისბანკისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.