01.09.2014
ბათუმში ბაზისბანკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა
ბათუმში ბაზისბანკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა
ბათუმში, გოგებაშვილის #2 ბაზისბანკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. ახალგახსნილ ფილიალში განთავსდა ბაზისბანკის აჭარის რეგიონის ცენტრალური ოფისი. ბაზისბნაკის გენერალურ დირექტორთან ბატონ დავით ცაავასთან ერთად საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ  და ლენტი გაჭრეს ქალაქის მერმა ბატონმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უზენაესი  საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ავთანდილ ბერიძემ. შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი აჭარაში 2005 წლიდან ოპერირებს. ახალი ოფისის გახსნა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბაზისბანკის წარმატებულ საქმიანობასა და კლიენტების ზრდას აჭარის რეგიონში.
უახლოეს მომავალში  იგეგმება ბანკის გაფართოება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.