01.10.2014

cardბაზისბანკის ბიზნეს კლუბი-მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი მორიგი პროექტი!

1 ოქტომბრიდან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაწევრიანდნენ ბაზისბანკის ბიზნეს კლუბში და ავტომატურად მიიღონ ბაზისბანკის საკრედიტო ბიზნეს ბარათი და წვდომა ბაზისბანკის ბიზნეს პორტალზე, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვისაა შექმნილი.

კლუბის წევრობა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა კომპანიებისათვის შეიძინონ ახალი პარტნიორები, გააფართოვონ გაყიდვების ქსელი და ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით სხვადასხვა მომსახურებასა თუ საქონელზე.

სპეციალურად კლუბის წევრებისათვის შექმნილი საკრედიტო ბიზნეს ბარათი გამორჩეულია სასარგებლო პირობებით. კერძოდ, ბარათი უნივერსალურია და გამოიყენება, როგორც ნაღდი, ასევე  უნარდო ანგარიშსწორებისათვის. ასევე, ბარათის მფლობელი სარგებლობს მაღალი საკრედიტო ლიმიტითა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თუმცა არ არის შეზღუდული და მასზე საკუთარი სახსრების განთავსების შესაძლებლობაც აქვს, რომელსაც ამასთანავე, მაღალი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.

ასევე უპრეცედენტოა  ბარათის საშეღავათო პერიოდი-60 დღემდე, რომლის განმავლობაშიც ბანკის რესურსს მომხმარებელი სრულიად უფასოდ იყენებს.

რაც შეეხება ბაზისბანკის ბიზნეს პორტალს, ეს არის ნოვატორული პროექტი, რომელსაც  საქართველოში ანალოგი არ აქვს. ბიზნეს პორტალი ეს არის დახურული სივრცე, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია ბაზისბანკის ბიზნეს კლუბის ყველა კომპანიის შესახებ. ბიზნეს პორტალი მათთვის ინფორმაციის გაცვლის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და ერთის მხრივ გაყიდვების მოცულობის გაზრდის და მეორეს მხრივ, სპეციალურად კლუბის წევრებისათვის პარტნიორების მიერ ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის საშუალებაა.

სამომავლოდ ბიზნეს კლუბს დაემატება არა მხოლოდ ქართული, არამედ ჩინური კომპანიებიც.

კლუბის წევრები, პორტალისა და ბიზნეს ბარათის დახმარებით, პორტალზევე მოიძიებენ და  დაამყარებენ საქმიან ურთიერთობებს, მათთვის სასურველ ორგანიზაციებთან. 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.