31.10.2014
ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს
მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მესამედ აღნიშნავენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და ქართული კომერციული ბანკები.
წელს დაზოგვის დღე მასშტაბურად აღინიშნება თბილისსა და ქუთაისში. ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის განკუთვნილი ღონისძიება თბილისში, რიყის პარკში 1 ნოემბერს, ხოლო ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ლ. მესხიშვილის თეატრის წინ 2 ნოემბერს გაიმართება. ბავშვებს კომპანია ,,მულტი პულტის სამყარო“ ორივე ქალაქში 14:00 საათიდან უმასპინძლებს სპეციალური გასართობი პროგრამით.
დაზოგვის დღესთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.grovia.com.ge , სადაც განთავსებულია ინფორმაცია საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს.
1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
ბაზისბანკი გიწვევთ თქვენ და თქვენს შვილებს დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ გასართობ ღონისძიებებზე, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.