10.11.2014
ბაზისბანკმა ბანკირის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნა!

ბაზისბანკი შეუერთდა ეროვნული ბანკის ინიციატივას და ჩაერთო დასუფთავების მასშტაბურ აქციაში, რომელიც პროფესიულ დღესასწაულთან - ბანკირის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, გურია, მცხეთა-მთიანეთი) ჩატარდა და მასში საბანკო სექტორის 2000-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
„ბაზისბანკი სიამოვნებით შეუერთდა ესოდენ სასარგებლო ინიციატივას და როგორც ყოველთვის, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მოხარულები ვართ, რომ  წვლილი შევიტანეთ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ბუნების დაცვაში. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სხვა სექტორებიც ჩაერთვებიან დასუფთავების აქციაში. მადლობა მინდა გადავუხადო ბაზისბანკის თითოეულ თანამშრომელს იმ აქტივობისათვის, რომელიც მათ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ თბილისთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის ყველა რეგიონალური სერვისცენტრი.“ განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დავით ცაავამ.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.