17.11.2014
                                  
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა
 
 
16 ნოემბერი გაეროს მიერ აღიარებული ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს უნივერსიტეტმა 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით ორგანიზება გაუწია ტოლერანტობის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა თემატურად შესაბამისი კონკურსები, შეხვედრები, კინოჩვენება, გამოფენა და სხვა მრავალი ღონისძიება სტუდენტების, თანამშრომლების და სტუმრების ჩართულობით. ბაზისბანკი ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტთან ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა არა ერთი ძალიან სასარგებლო და საინტერესო განათლების მხარდამჭერი პროექტი.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.