02.12.2014
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკისთვის გამოყოფილ საკრედიტო ხაზს 15 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის!
 
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) ბაზისბანკს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორებისა და იმპორტიორების დაკრედიტებისათვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ბაზისბანკისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის პირველი შემთხვევა. 2012 წლის მარტში ბაზისბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე, რომელიც 2013 წლის ნოემბერში 10 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული საკრედიტო ხაზი წარმატებით იქნა ათვისებული. განხორციელდა საერთაშორისო ვაჭრობის ათეულობით მსხვილი პროექტი. აქედან 53% ექსპორტის, 47% იმპორტის კუთხით. პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც BSTDB-მა მიიღო გადაწყვეტილება დამატებით  5  მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, რომელიც ასევე მოხმარდება ვაჭრობის განვითარებას.
 „მსგავსი წარმატებული პროექტები იმის საწინდარია,  რომ ბაზისბანკს აქვს  შესაძლებლობა,  მომხმარებლებს შესთავაზოს მათთვის ხელსაყრელი პირობები და ბიზნესზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტები. ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკს სტაბილურ პარტნიორად თვლის და მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები გააჩნია.“ აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.