03.12.2014

ბაზისბანკმა ილიაუნის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკისათვის“ 50000 ლარი გამოყო 


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკა“-გაიხსნა. კლინიკა ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში. 
წელს სრულად განახლდა კლინიკის ინფრასტრუქტურა და ის საქართველოში არსებულ მსგავსი პროფილის დაწესებულებებს შორის ყველაზე მასშტაბური და თანამედროვედ აღჭურვილია. 
ბაზისბანკმა კლინიკის განვითარებისათვის 50000 ლარი გამოყო. თანხა „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის“ ავეჯით აღჭურვას მოხმარდა.
ბაზისბანკის გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, ეს არ იქნება ერთადერთი კონტრიბუცია, რომელიც ბანკმა კლინიკის განვითარებაში შეიტანა და გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა კლინიკის განვითარებას. 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.