04.12.2014
ბაზისბანკის განათლების მხარდამჭერი ფონდი სტუდენტური ჰაკათონის გენერალური სპონსორი გახდა
 
ჰაკათონი არის 2-3 დღიანი შეჯიბრი, სადაც პროგრამისტების, თამაშის დეველოპერებისა და  გრაფიკოსებისაგან შემდგარი გუნდები რეალიზებას უკეთებენ საკუთარ იდეას და მოცემულ დროში ასრულებენ პროექტს. ამის გარდა, პარალელურად იმართება ტექნოლოგიური საუბრები და პრეზენტაციები.
ორგანიზაცია უნიჰაკი, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ტრადიციულად უკვე მესამე ჰაკათონის ორგანიზებითაა დაკავებული.
უნიჰაკი 19-20-21 დეკემბერს გეგმავს მორიგი გრანდიოზული ჰაკათონის - hackTBILISI-ს
ჩატარებას, რომელშიც ქართველი სტუდენტების გარდა, ევროპისა და აზიის 5-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც 36 საათის განმავლობაში შეუსვენებლად იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე.
გასულმა ჰაკათონებმა, დაადასტურა, რომ ქართველი ახალგაზრდების ფანტაზიას და მონდომებას საზღვარი არ აქვს. მათმა პროექტებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ჰაკათონი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს ქართველ ახალგაზრდებს.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.