24.12.2014
სტუდენტურ ჰაკათონში გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგა
 
19-20-21 დეკემბერს, „უნიჰაკის“ და ბაზისბანკის ორგანიზებით, თბილისში კიდევ ერთი ჰაკათონი ჩატარდა. ეს უკვე მესამე ჰაკათონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანუ უკვე მესამედ კრებს „უნიჰაკი“ ახალგაზრდა დეველოპერებს, აძლევს მათ სივრცეს, დროს და გარემოს, სადაც შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა. სამი დღის შემდეგ კი ყველა ვხედავთ შედეგს: რობოტებს, ახალ სოფტებს, აპებს, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის საინტერესო გზებს და ა.შ. განსხვავება წინა შემთხვევებისგან კი ისაა, რომ ამჯერად ჰაკათონი საერთაშორისოა და ამ სამდღიან მარათონში მონაწილეობას იღებენ დეველოპერები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
ჯამში, ჰაკათონზე 8 საპრიზო ადგილი გამოვლინდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, პრიზების შერჩევისას ფიქრობდნენ, რომ მონაწილეებისთვის გადაეცათ რაღაც ისეთი, რაზეც მუშაობას და განვითარებას შეძლებდნენ. ამიტომ გამარჯვებულები იღებდნენ Oculus Rift-ს, Leap Motion-ს, Myo Armband-ს, Arduino Kit-ს, Peeble Smartwatch-ს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში ბაზისბანკის მონაწილეობა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა და გენერალური სპონსორობა იყო, არამედ ბანკის დირექტორი რისკების მართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დავით კაკაბძე, პირადად აქტიურად იყო ჩართული ღონისძიებაში და ჟიურის საპატიო წევრიც გახლდათ.
„ბაზისბანკი ყოველთვის მიესალმება და მხარს დაუჭერს მსგავს სასარგებლო პროექტებს, რომელიც ემსახურება ამ კულტურის განვითარებას საქართველოში. მართლაც, მომსწრე გავხდით იმისა, რომ სამი დღის განმავლობაში შეიქმნა არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც რეალობაში აუცილებლად დაინერგება და სარგებელს მოიტანს.“ - აცხადებს დავით კაკაბაძე.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.