29.12.2014
 
ბაზისბანკისა და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პირველი ერთობლივი პროექტი-„არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“
 
თბილისის იუსტიციის სახლში ოლიმპიადის - "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამის "ლიდერთა სახლის" 20 აქტიური მოსწავლე მონაწილეობდა.
ოლიმპიადაში გაიმარჯვეს გიგა ინაძემ, ლევან კერესელიძემ და ნანა კორბეშაშვილმა, გამარჯვებულებს ბაზისბანკმა პლანშეტები გადასცა. ასევე, ბანკმა გამოავლინა მეოთხე გამარჯვებული, ბაზისბანკის რჩეული  გახდა დავით ბიბილეიშვილი. 
ტრენინგების გავლის შემდეგ მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს საკუთარი ნაშრომები და წარადგინეს კომპეტენტური ჟიურის წინაშე. ნაშრომებისა და მათი წარდგენის შედეგად მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მთელი ამ პროცესის და ზოგადად, ოლიმპიადის მიზანი იყო ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
როგორც "ბაზისბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხადურმა განაცხადა, განათლების ხელშეწყობა და ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია.
"სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევითა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდით შესაძლებელია ერუდირებული ახალი თაობის ჩამოყალიბება. "ბაზისბანკი" 6 წელია საგანმანათლებლო მიმართულების აქტიური მხარდამჭერია", - განაცხადა თამარ ხადურმა.
დაჯილდოების ცერემონიას "ბაზისბანკის" დირექტორი ლევან გარდაფხაძე დაესწრო.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.