31.12.2014
ბაზისბანკმა ხანდაზმულებს ახალი წელი მიულოცა
 
იუსტიციის მინისტრმა და ბაზისბანკის წარმომადგენლებმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. მინისტრთან ერთად თემქის მოხუცთა თავშესაფარს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ორი თაობის“ ფარგლებში განხორციელდა და მას პროექტის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.  ახალგაზრდებმა თემქის ხანდაზმულთა სახლის 84 მცხოვრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, რომელთა შეძენაც ბაზისბანკის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
„ორი თაობის“ მიზანი პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებში  უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.  სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა თავშესაფრებს   სტუმრობენ და  მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან, უკითხავენ გაზეთებს, მონაწილეობენ  ეზოების კეთილმოწყობაში.
„მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მორიგ, ძალიან სასარგებლო პროექტში ჩენი წვლილი შეგვეტანა. ეს არის ბაზისბანკის პირველი, მაგრამ არა ერთადერთი სტუმრობა ხანდაზმულთა პანსიონატში, 2015 წლიდან ჩვენი მეგობრობა სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.“-განაცხადა ბაზისბანკის დირქტორმა ლევან გარდაფხაძემ.
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.