22.01.2015
ბაზისბანკმა პასკალის პრემიის მორიგი ლაურეატები დააჯილდოვა!

21 დეკემბერს ილიას უნივერსიტეტში პასკალის პრემიის 4 ლაურეატის დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა. თითოეულს ბაზისბანკმა 3000 ლარის ოდენობის პრემია გადასცა. 

ბაზისბანკის პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ბანკში შექმნილია "განათლების ხელშეწყობის ფონდი",  რომელიც ისეთ სასარგებლო პროექტებს ახორციელებს, როგორებიცაა: სტუდენტური სასწავლო პროგრამების დაფინანსება, ბანკის სახელობითი სტიპენდიების გაცემა, სხვადასხვა სტუდენტური კონფერენციების დაფინანსება და სხვა.

პასკალის პრემია არის ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3000 ლარია და მისი მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.