19.02.2015
ბაზისბანკის „განათლების ხელშეწყობის ფონდი“ იმერეთის რეგიონშიც გააქტიურდა

17 თებერვალს, ქუთაისში შედგა ბაზისბანკის გენერალური დირექტორის დავით ცაავას და ბანკის სხვა წარმომადგენლების შეხვედრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს, პირველ მოადგილესა და ქუთაისის მერთან.

განხილული იქნა იმერეთის რეგიონში ბაზისბანკის მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მხარდაჭერის საკითხები. აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ბაზისბანკის პრიორიტეტს განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ბანკში შექმნილია "განათლების ხელშეწყობის ფონდი",  რომელის მეშვეობითაც უამრავი სასარგებლო პროექტი განხორციელდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და შედეგებზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა.

ბაზისბანკი ქუთაისში 2013 წლის მაისიდან ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში იმერეთის რეგიონში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.