10.03.2015
„ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა.

„ბაზისბანკის“ საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური დანაშაულის პრევენციის ცენტრს ესტუმრა.
როგორც თამარ ხადურმა განაცხადა, განათლების ხელშეწყობა და ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია. „დავით ბიბილეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში სახელწოდებით - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, რომელიც „ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულების გარდა, კომპანიამ საკუთარი რჩეულიც დაასახელა.
„ბაზისბანკი“ ექვს წელზე მეტია განაგრძობს განათლებაზე და ზოგადად, უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას“,- აღნიშნა თამარ ხადურმა.
როგორც ცნობილია, 2014 წლის 28 დეკემბერს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ გამართულ ოლიმპიადაში გიგა ინაძემ, ლევან კერესელიძემ და ნანა კორბესაშვილმა გაიმარჯვეს. 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.