12.03.2015
ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 16 მარტიდან, ავლაბრის სერვისცენტრში, ქეთევან წამებულის გამზ. #1, იწყება სარემონტო სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით სერვისცენტრი შაბათს, 14 მარტს არ იმუშავებს. 
ორშაბათიდან, 16 მარტიდან, რემონტის დასრულებამდე – 3 თვის განმავლობაში, ავლაბრის სერვისცენტრის სამუშაო საათები განისაზღვრება სტანდარტული გრაფიკით: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-14:30 საათამდე. სარემონტო სამუშაოების დროს სერვისცენტრი იფუნქციონირებს ქეთევან წამებულის გამზ. N1-ში (იგივე შენობაში) მეორე სართულზე,  ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში. 
გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.