18.03.2015
„დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და „ბაზისბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, „ბაზისბანკის“ ფინანსური დახმარებით ცენტრმა უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის იყო სკოლის  მოსწავლეებისთვისთვის ოლიმპიადა „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, ასევე „პროგრამა „ორი თაობა“. „მემორანდუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებს. 

“ვთვლი, რომ  სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია განათლებული, ერუდირებული ახალი თაობის ჩამოყალიბება. პროექტები, რომელიც უკვე განვახორციელეთ ერთობლივად და იმედი მაქვს მომავალშიც ვიაქტიურებთ, ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და მათ  ღირსეულ მოქალაქეევად ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა დავით ცაავამ. 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.