26.03.2015

ბაზისბანკმა GIPA-ს გუნდი დააფინანსა

GIPA-ს გუნდი პირველად იღებს მონაწილეობას Willem C. Vis სახელობის რიგით 22-ე შეჯიბრში, რომელიც წარმოადგენს იმიტირებულ პროცესს საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და არბიტრაჟში.
აღნიშნული შეჯიბრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება.
აღსანიშნავია, რომ GIPA-ს გუნდი, პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მოიგო იმიტირებული პროცესის თბილისის მოსამზადებელი ეტაპი და გავიდა პირველ ადგილზე საქართველოს, ბელორუსის, ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტების 11 გუნდს შორის.
GIPA-ს გუნდის ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გამგზავრება ბაზისბანკმა დააფინანსა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.