27.03.2015
ბაზისბანკის მხარდაჭერით თსუ-ში იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის II” ფინალური ეტაპი გაიმართა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.  პროცესზე "ბრალდებულს", "მოსამართლეს", "პროკურორსა" და "ადვოკატს" სკოლის მოსწავლეები განასახიერებდნენ, „ნაფიცმსაჯულების“ როლი კი სტუდენტებს ერგოთ. „სხდომაზე“ „განზრახ მკვლელობის მუხლით“ აღძრული „საქმე“ განიხილეს. ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით პროცესის 3 საუკეთესო მონაწილე გამოავლინა.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ცერცვაძე, „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი თორნიკე დარჯანია. 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.