28.04.2015

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ბაზისბანკი უნივერსიტეტის 5 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს დააფინანსებს ყოველთვიური სემესტრული სტიპენდიით. ასევე, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკას ბაზისბანკში.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

მოგეხსენებათ, ბაზისბანკის პრიორიტეტს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ბანკში შექმნილია "განათლების ხელშეწყობის ფონდი",  რომელიც მრავალ სასარგებლო პროექტს ახორციელებს.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.