18.05.2015
ევრობანკმა ბაზისბანკს 31.5 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო პაკეტი გამოუყო. 


სესხი განკუთვნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო წარმოების, ენერგო ეფექტურობის ღონისძიებებისა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის.

სასესხო პაკეტში შედის საკრედიტო ხაზი უშუალოდ ენერგოეფექტურობის ინვესტიციისათვის კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში. ეს ხელს შეუწყობს ბაზისბანკს, რომ განავითაროს ახალი ბიზნეს სეგმენტი ენერგოეფექტურობის ინვესტიციების წახალისებითა და დაფინანსებით.

ბაზისბანკი 2007 წლიდან ჩართულია ევრობანკის ვაჭრობის განვითარების პროგრამაში. ევრობანკი ვაჭრობის განვითარების დაფინანსებას ზრდის 1,5 მლნ აშშ დოლარით.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ხელი მოეწერა ამ პაკეტს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები. პაკეტი ფარავს ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებს და წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია მათთვის ისეთი ძლიერი და ადგილობრივი ბაზრის წამყვანი მოთამაშის საშუალებით, როგორიცაა ბაზისბანკი“– აცხადებს ევრობანკის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა, ნიკ ტესეიმანმა.

„მოხარულები ვართ, რომ ბაზისბანკსა და ევრობანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენს მიმდინარე ურთიერთობებში. დარწმუნებულები ვართ, რომ დამტკიცებული სასესხო პაკეტი ხელ შეუწყობს კორპორაციებისა და მცირე ბიზნესების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ქართული ეკონომიკის განვითარების პროცესში“– განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.