01.06.2015

ბაზისბანკი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანდა





საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ბაზისბანკი" შეემატა. ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც დღეს  საქართველოს 70–მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან წამყვანი ბიზნესმენები, რომლებიც წლების მანძილზე ქმნიან და ავითარებენ ბიზნესს საქართველოში და გარდა ეკონომიკური დოვლათის შექმნისა, ქვეყანაში ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებას, კორპორატიული მენეჯმენტის დახვეწას უყწობენ ხელს. მათი მეშვეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავს იყრის სხვადასხვა სექტორში თუ ზოგადად ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა.

ბაზისბანკი ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებით, თავისი გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში დიდ წვლილს შეიტანს.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.