Basisbank
+995 322 922 922
*9292
08.01.2016
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის III” ფინალური ეტაპი გაიმართა. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სს „ბაზისბანკი".  მასში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროცესზე "ბრალდებულს", "მოსამართლეს", "პროკურორსა" და "ადვოკატს" სკოლის მოსწავლეები განასახიერებდნენ, „ნაფიცმსაჯულების" როლი კი სტუდენტებს ერგოთ. „სხდომაზე" განიხილეს „სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით". ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით პროცესის 3 საუკეთესო მონაწილე გამოავლინა, რომლებსაც სს „ბაზისბანკისგან" საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ. 

საუკეთესოებად დასახელდნენ „მოსამართლე" უჩა ოდიშელიძე,“ადვოკატი“  ბაია ბოლქვაძე, „ბრალდების მოწმე" ნია სოხაძე. 
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის იურიდიული ტრენინგების სამსახურის პირველი რანგის ტრენერი ნათელა თოფურია , „ბაზისბანკის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ ბოლოთაშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება თორნიკე დარჯანია.
პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. 

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.