19.02.2016
ენერგოკრედიტი-ბაზისბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მორიგი წარმატებული პროექტი!

18 თებერვალს, სასტუმრო „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ბაზისბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი პროდუქტის „ენერგოკრედიტის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ბაზისბანკის  კორპორატიული კლიენტები და თანამშრომლები.

ენერგოკრედიტი განკუთვნილია ადგილობრივი კომერციული და სამეწარმეო პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც მიმართულია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენი ბანკის კლიენტებს ეძლევათ უპირატესობა მიიღონ ექსკლუზიური პირობები და სამმაგი სარგებელი, კერძოდ: 
• 10 ან 15%-იანი საინვესტიციო სუბსიდია ენერგო ეფექტური მოწყობილების შეძენისა და განახლებისათვის
• კლიენტის ინტერესებზე მორგებული საერთაშორისო კონსულტანტების ექსპერტიზა ენერგოდამზოგავი ღონისძიებებისათვის
• სასესხო პაკეტი ენერგო ეფექტურობაში ინვესტიციისათვის საუკეთესო პირობებით

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს ბაზისბანკში თან ახლავს საგრანტო კომპონენტი, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის, ევრობანკის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ. 

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესისა ვაჭრობის განვითარების დასაფინანსებლად. პროგრამის ფარგლებში ბაზისბანკი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა. 
2015 წელს კი, წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ლიმიტი 31.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.