25.02.2016
ბაზისბანკის ხელშეწყობით პროექტი „დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად“ განხორციელდა

ბაზისბანკმა ტექნოპარკის პროექტის „დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად“ მონაწილე გუნდი "Geo Idea" დააფინანსა. პროექტი მიზნად ისახავს სტარტაპის განვითარების ხელშეწყობას ახალი და ინოვაციური ბიზნეს იდეების შესაქმნელად და განსახორციელებლად. პროექტის დაწყების დროს შეირჩა გამორჩეული იდეების მქონე გუნდები,  რომელთაც მიეცათ საშუალება გამოიყენონ ტექნოპარკის დანადგარები პროდუქტის შესაქმნელად. გუნდი "Geo Idea"  მომხმარებელს შესთავაზებს ლაზერული მჭრელით დამუშავებულ შარფებსა და მრავალფუნქციურ თანამედროვე შირმებს, რომლებიც 8 მარტს თბილისი მოლში მოწყობილ გამოფენა–გაყიდვაზე გამოიფინება.
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.