10.03.2011
ბაზისბანკმა ბარსელონაში გამართულ ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

9 მარტს, ბარსელონას თეატრ "ლიცეუში", ფონდ "იავნანასა" და ესპანურ ფონდ "SOS"-ის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის მონსერატ კაბალიეს პატრონაჟით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ კონცერტში მსოფლიოში აღიარებული ტენორმა რამონ ვარგასმა და მიგელ გომეს-მარტინესმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვების დასახმარებლად 2008 წლის 25 სექტებერს "იავნანას" მიერ გამართულ აქციას შეუერთდნენ.
მათ გარდა, საღამოზე რენატო ბრუზონიმ, "იავნანას" მეგობარმა მიშელ კრაიდერმა, სოპრანო თამარ ივერმა და მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ იმღერეს.
ღონისძიებას ესპანეთის მთავრობის წევრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, საქართველოდან კი "იავნანას" მხარდამჭერთა დელეგაცია დაესწრო.
კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართა, შემოსული თანხა კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება.
აქციაში წვლილი ბაზისბანკმაც შეიტანა. ბაზისბანკის მხრიდან, იავნანას ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული სახის საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა უკვე ტრადიციად იქცა.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.