07.02.2011
„შენი იპოთეკა“- ახალი იპოთეკური სესხი ლარში ბაზისბანკისგან

7 თებერვლიდან ბაზისბანკი მომხმარებელს სთავაზობს ახალ პროდუქტს – „შენი იპოთეკა“.

„შენი იპოთეკა“ არის იპოთეკური სესხი ლარში და განკუთვნილია იმ მომხმარებლისთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენა ან გარემონტება სურს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხი გაიცემა ლარში და ძალიან კომფორტულია მათთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი დაცულია სავალუტო რისკებისგან.

„შენი იპოთეკის“  საპროცენტო განაკვეთი 16%-ია, რაც შეეხება სესხის მაქსიმალურ მოცულობას - 200 000 ლარია. სესხის ვადა მაქსიმუმ 7 წელია, სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, უზრუნველყოფას წარმოადგენს უძრავი ქონება. სესხის მისაღებად აუცილებელი პირობაა, დადასტურებული შემოსავალი მინიმუმ 600 ლარის ოდენობით და თანამონაწილეობა - ბინის ღირებულების 30%.  



 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.