22.07.2016
ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურ ზრდას აგრძელებს!

ბაზისბანკმა 2016 წლის II კვარტალი წარმატებით დაასრულა. ბანკის წმინდა მოგებამ 12.8 მლნ ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ბაზისბანკი საბანკო სექტორში დაწინაურდა და მე-5 პოზიცია დაიკავა. 

ROA - აქტივებზე უკუგების კოეფიციენტმა 3.5%–შეადგინა, რის შედეგადაც ბაზისბანკმა საბანკო სექტორში ტოპ 10 ბანკს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ROE - კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა 16.7% შეადგინა. 

ბანკის სააქციო კაპიტალი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18%-ით, ხოლო წლის ბოლოსთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და შეადგინა 159 მლნ ლარი.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.