02.02.2011
„სასარგებლო ავტოსესხი“ ბაზისბანკისგან

ბაზისბანკი მომხმარებელს სთავაზობს ახალ პროდუქტს – „სასარგებლო ავტოსესხს“.
„სასარგებლო ავტოსესხი“ განკუთვნილია იმ მომხმარებლისთვის, ვისაც ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენა სურს. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კლიენტს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს 2 თვიანი საშეღავთო პერიოდით, სესხით სარგებლობის ყოველი წლის განმავლობაში. ბანკის საცალო მიმართულების დირექტორის ლევან გარდაფხაძის განმარტებით, აღნიშნული პირობა ძალიან მიმზიდველს გახდის პროდუქტს მომხმარებლისთვის, ვინაიდან თვეებს, რომლის განმავლობაშიც მას სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, თავადვე ირჩევს. „სასარგებლო ავტოსესხის“  საპროცენტო განაკვეთი 17%-ია, რაც შეეხება სესხის მოცულობას - 1 000 აშშ დოლარიდან 40 000 აშშ დოლარამდე განისაზღვრება. სესხის ვადა ახალი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში მაქსიმუმ 5 წელია, მეორადის შემთხვევაში კი, 3 წელი.
თანამონაწილეობა– შესაძენი ავტომობილის ღირებულების  30% .

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.