08.09.2016
 აზიის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად საგარანტიო ხაზი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს საქართველოში ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად, TFP ფარგლებში  3 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საგარანტიო ხაზი გამოუყო.  
აღნიშნული პროგრამა  მნიშვნელოვნად აფართოვებს საქმიანობას  ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

„მოხარულნი ვართ, რომ ბაზისბანკი ჩაერთო ჩვენს პროგრამაში. ეს თანამშრომლობა მხარს დაუჭერს ვაჭრობის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველში“. განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა სტივენ ბეკმა.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გახდეს სავაჭრო დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. ვაჭრობის მოცულობის გაზრდით საქართველოს საბანკო სფერო მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც თავის მხრივ განაპირობებს  ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. 

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკი არის საქართველოში მესამე ბანკი, რომელთანაც დაიწყო თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკმა TFP პროგრამის ფარგლებში. 

„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის დაწყება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების გაძლიერებას  საერთაშორისო  ვაჭრობის სფეროში. იმედს ვიტოვებთ, რომ ბაზისბანკისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა გაგარძელდება სხვა მიმართულებებითაც.“ აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.