11.10.2016
ბაზისბანკმა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტის წარმატებული პირველკურსელები დააჯილდოვა.

ბაზისბანკმა თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტში სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული 4 წარმატებული პირველკურსელი დააჯილდოვა.

სასტიპენდიო პროგრამისთვის ბაზისბანკმა 20 000 ლარამდე თანხა გამოყო, რომლითაც 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები 4 000 ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკს უნივერსიტეტთან 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ერთობლივად არაერთი სასარგებლო პროექტი განახორციელეს. 

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.