14.12.2010
კომპანია „თბილელიტ ჰაუსმა“ ბაზისბანკის მხარდაჭერით საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა
 თბილისის მერიის პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ „თბილელიტ ჰაუსმა“ დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე  დაასრულა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკმა მშენებლობის დასასრულებლად კომპანიას ჯამში დაახლოებით 300,000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო.
 
„ბაზისბანკი მომავალშიც მხარს დაუჭერს  ასეთ სასარგებლო პროექტებს. პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ხელს უწყობს დედაქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციას, დასაქმებას და რაც მთავარია, თბილისის ძველ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ბაზისბანკის სახელით ახალი კორპუსის მაცხოვრებლებს ვულოცავ ახალმოსახლეობას.“-აცხადებს ბაზისბანკის საცალო მიმართულების დირექტორი ლევან გარდაფხაძე.
 
 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.