Basisbank
+995 322 922 922
*9292
17.01.2017
დღეიდან სესხების გალარების პროგრამა დაიწყო

ბაზისბანკი მიესალმება მთავრობის ინიციატივას და მზადაა ლარიზაციის პროცესისთვის. ამ მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა ეროვნულ ბანკთან.

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს (მათ შორის ინდმეწარმეების), უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის მიმდინარე სესხებს, რომელთა წარმოშობა მოხდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.