Basisbank
+995 322 922 922
*9292
23.03.2017
ზუგდიდში სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტისა”  და ბაზისბანკის დაფინანსებით სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი” გაიხსნა


851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო. სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სუბლიმირებული ხილის საწარმო – „გემუანი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად გახსნა. საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
კომპანია უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ს აღებას გეგმავს. დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ბაზისბანკისთვის უკვე წლებია პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ბანკი პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო „ერთიანი აგროპროექტის” პროგრამაში. 


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.