25.10.2010
ბაზისბანკის მხარდაჭერით „არქიტექტორული პრემია 2010“-ის დაჯილდოვების ცერმონიალი გაიმართა

24 ოქტომბერს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”,  საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის, “არქიტექტურული პრემია 2010”-ის  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კონკურსი თბილისის მერიის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება. უკვე მეორე წელია ბაზისბანკი  აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერთა შორისაა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი სახის კონკურსების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეა. არქიტექტორებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი და მიღწეული შედეგები ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩინონ. მოხარულნი ვართ, რომ ამ კონკურსის ჩატარებაში წვლილი ბაზისბანკსაც მიუძღვის.”-აცხადებს ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, თამუნა ხადური.

Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.